logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საარჩევნო სიაში ახალი სახეები იქნებიან!
- +

14 მაისი. 2016. 20:30



„ქართული ოცნების" ახალარჩეულმა თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საარჩევნო სიაში შევლენ პარტიის ახალი სახეები, რომლებსაც უახლოეს მომავალში გააცნობენ საზოგადოებას.



„საარჩევნო სიაში უფრო მეტი იქნება ახალი სახე და კიდევ უფრო მეტ ჩვენი გუნდის ახალ წევრს გაიცნობს საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ძალიან დადებითი და პოზიტიური ნაბიჯები იქნება ჩვენი პოლიტიკური ძალის ახალი იმიჯის დამკვიდრებისათვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner