ავტორი ალა გრიგალაშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას თქმით, თამაზ მეჭიაურს და დავით უსუფაშვილს პარტია „ქართული ოცნების" ყრილობაზე მოწვევები ჰქონდათ, თუმცა დეპუტატის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ არ მივიდნენ ისინი ყრილობაზე.
„დავით უსუფაშვილს ჰქონდა მოწვევა. რაც შეეხება მეჭიაურს, ვერ გეტყვით, ჩემმა მეგობარმა თამაზმა გზაში რა მოიფიქრა და რატომ გადაიფიქრა მოსვლა, მაგრამ ვიცი, რომ ისიც მოწვეული იყო", - განაცხადა ბესელიამ.