logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: 3 ხის გადარგვა რომ პრობლემა გახდა, ლუგარის ლაბორატორიის წინ 300 ხის გაჩეხვა რატომ არავინ გააპროტესტა?
- +

15 თებერვალი. 2016. 21:30


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, სადაც ციხისძირში ხეების გადარგავსთან დაკავშირებით საუბრობს.


იმნაძის განცხადებით უცნაურია, როდესაც ბუნებისდამცველები სამი ხის გადარგვას აპროტესტებენ, როდესაც ლუგარის ლაბორატორიის წინ 300 ხე გაიჩეხა და ხმა არავის ამოუღია:



„არ ვიცი როგორ ვთქვა, არასოდეს პოლიტიკასთან ასოცირებულ თემებს არ ვეხმაურები, ეს სუფთა პროფესიულია, არ შეიძლება ეპიდემიური გართულებებისას ვიღაცას შენი არ სჯეროდეს, იმიტომ რომ პოლიტიკურად „სხვისიანი" ეგონები, მაგრამ 3 ხის გადარგვა რომ პრობლემა გახდა, 300 ხის გაჩეხვა ლუგარის ლაბორატორიის წინ (აეროპორტის გახრიოკებულ გზასთან) რამდენიმე საათში, იმიტომ რომ კარგი შენობა ტრასიდან არ ჩანსო, რასაც ფაქტიურად ჩემი ჩამოცილებაც მოყვა მაშინ ამ ლაბორატორიიდან (ღიად განვაცხადე ამერიკელ პარტნიორებთან ამ უგუნურებას მე როგორ გავაკეთებდი მეთქი), არავითარი გამოხმაურება არც ერთი „ბუნების დამცველისგან" რომ არ მოყოლია? უნდა მჯეროდეს ახლა ამ ბუნების დამცველების?", - წერს პაატა იმნაძე სოციალურ ქსელში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner