logo_geo
eng_logo
სამტრედია-ბათუმის უბნის, სუფსა-ურეკის გადასარბენზე ლითონის ხიდის მალის მონტაჟი განხორციელდება
- +

24 თებერვალი. 2016. 14:24



2015 წლის 13 თებერვალს სს ,,საქართველოს რკინიგზასა" და შპს „ელიტა ბურჯს" შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სამტრედია-ბათუმის უბნის, სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებული ერთლიანდაგიანი ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლასთან დაკავშირებით, 2016 წლის 25 თებერვალს დაგეგმილია ლითონის ხიდის მალის მონტაჟი.


აღნიშნული სამუშაოები კავკასიის რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტოა. დღემდე საქართველოში დამონტაჟებული ყველა სარკინიგზო ხიდის იმპორტირება ხდებოდა, მზა სახით, უმეტესად რუსეთიდან. დღეს კი აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კომპანია „ელიტა ბურჯი" აღნიშნული პროდუქტის პირველი და ერთადერთი მწარმოებელია რეგიონში. 


პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ხანგრძლივობა 365 კალენდარული დღეა, სადაც  დასაქმებულთა რაოდენობა  130 ადამიანს აღემატება.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner