logo_geo
eng_logo
გიორგი მამაცაშვილი: სააკაშვილი არასდროს ყოფილა და ვერც იქნება საქართველო!
- +

11 ოქტომბერი. 2018. 21:31

 

 

„როდესაც ვსაუბრობთ აგვისტოს, 2008 წლის ომზე აქ გვავიწყდება ყველას მთავარი, სააკაშვილი არასდროს ყოფილა და ვერც იქნება საქართველო!“ - ამის შესახებ ჟურნალისტმა გიორგი მამაცაშვილმა „tvპირველის“ ეთერში განაცხადა. მამაცაშვილმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი აგრესორია და რუსული აგრესია მხოლოდ 2008 წელს არ დაწყებულა.

 

„რა თქმა უნდა, რუსეთი არის აგრესორი! ეს არ დაწყებულა გუშინ ან 2008 წელს, დაიწყო უფრო ადრე! ომი დაიწყო საქართველოში რუსეთმა და რუსეთის რეზიდენტმა სააკაშვილმა! აპელირება ამ თემაზე სააკაშვილის საიდანღაც კნავილის გამო და მისი გუნდს მხრიდან მოდის! დღეს რატომ ვსაუბრობთ სააკაშვილზე?! იმიტომ, რომ რუსეთის რეზიდენტის სააკაშვილის პროვოცირებით რუსეთმა საქართველოს აგრესია, ოკუპაცია მოუწყო და არ აქვთ ამ ქმედებაზე პასუხი ნაგები! სანამ არ გადაეცემა ტრიბუნალს მიხეილ სააკაშვილი, მანამდე სულ იქნება ეს თემა დღის წესრიგში! დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი! არამხოლოდ სააკაშვილმა, მაშინდელმა საგარეო მინისტრმა ვაშაძემ, უშიშროების საბჭოს მდივანმა ბოკერიამ, უგულავამ, რომელიც დღეს კატა-თაგვობანას ეთამაშებიან საკუთარ რჩეულს! ყველამ უნდა აგოს პასუხი!“ - განაცხადა მამაცაშვილმა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner