logo_geo
eng_logo
„Galt&Taggart“-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით კონფერენცია გამართა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 15:20

 

„საქართველოს ბანკის“ შვილობილმა კომპანია „Galt&Taggart“-მა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საფონდო ბირჟაზე, კონფერენცია - „საქართველოს ინვესტორთა დღე” გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ინვესტორებისთვის უკეთ გაეცნო საქართველო, როგორც რეგიონში გამორჩეული საინვესტიციო ქვეყანა ეკონომიკური მიმზიდველობით, ბიზნესის კეთების ყველაზე ხელსაყრელი პირობებით, სტაბილური საბანკო სისტემით. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა, არსებულმა თუ პოტენციურმა ინვესტორებმა, მიიღეს ინფორმაცია  ქვეყნის ეკონომიკურ, სადაზღვევო, უძრავი ქონებისა და ალკოჰოლურ ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ. ასევე, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. 

 

„საქართველოს ბანკს“ ინვესტორებთან ურთიერთობის, ინვესტიციების მოზიდვის და მათი ქართულ ეკონომიკაში დაბანდების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ერთ წელიწადში ბანკს მოზიდული აქვს 550 მილიონ ლარამდე ინვესტიცია. უცხოელი ინვესტორების მხრიდან ძალიან მაღალია ინტერესი ზოგადად, საქართველოს ეკონომიკის და განსაკუთრებით, იმ კომპანიების მიმართ, რომელთა აქციები და ობლიგაციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე. ჩვენი არსებული თუ მომავალი ინვესტორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო  პირადად მიეღოთ ინფორმაცია კომპანიების მენეჯმენტის წარმომადგენლებისგან,  ქვეყნის პირველ პირებთან  ერთად განეხილათ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივები. მოხარულები ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიება შედგა, რადგან ვფიქრობთ ეს არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და ინვესტიციების მოზიდვისთვის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ.

 

„მოხარულები ვართ, რომ „გალტ & თაგარტი“ ისეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძელი იყო, როგორიც ლონდონის სავაჭრო ბირჟაზე გამართული “საქართველოს ინვესტორთა დღეა”.  ვფიქრობ, ასეთი შეხვედრები არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი არსებული თუ პოტენციური კლიენტებისთვის ფინანსური ინფორმაციის სიღრმისეულად გასაცნობად. რეგულარული და ეფექტური  შეხვედრები ინვესტორებთან და ანალიტიკოსთა წრეებთან იძლევა ძალიან კარგ შესაძლებლობას საქართველოში ოპერირებადი კომპანიების, ზოგადად ქვეყნისა და მისი ფინანსური გარემოს შესახებ სწორი და საფუძვლიანი წარმოდგენის შესაქმნელად“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

 

კონფერენციას - „საქართველოს ინვესტორთა დღე“ ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი  ქობულია,  სახელმწიფო და კერძო კომპანიათა ხელმძღვანელი პირები, მოწვეული ინვესტორები და ანალიტიკოსთა წრეების წარმომადგენლები.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner