logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არასწორი იქნება, პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობებს
- +

14 მაისი. 2016. 20:55


„იმ ინსტიტუციურ კულტურაში, რომელიც ჩვენთან მკვიდრება, ალბათ არასწორი იქნება, პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობებს", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის" ეთერში განაცხადა. პრემიერმა ამ განცხადებთ უპასუხა კითხვას - თუ რატომ არ ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილი  პარტიულ ყრილობას.



რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრის თქმით, დავთ უსუფაშვილი  გადაუდებელი საქმის გამო თბილისში არ იმყოფებოდა.


„დავით უსუფაშვილმა მითხრა, რომ ჰქონდა გადაუდებელი საქმე ბათუმში. არანაირი უფლება არ მაქვს, ეჭვი შევიტანო მის ნათქვამში. რამდენადაც მე ვიცი, ის დღეს თბილისში არ იმყოფებოდა. სხვა მიზეზი არ ვიცი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner