„იმ ინსტიტუციურ კულტურაში, რომელიც ჩვენთან მკვიდრება, ალბათ არასწორი იქნება, პრეზიდენტი დაესწროს პარტიის ყრილობებს", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის" ეთერში განაცხადა. პრემიერმა ამ განცხადებთ უპასუხა კითხვას - თუ რატომ არ ესწრებოდა გიორგი მარგველაშვილი პარტიულ ყრილობას.
რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრის თქმით, დავთ უსუფაშვილი გადაუდებელი საქმის გამო თბილისში არ იმყოფებოდა.
„დავით უსუფაშვილმა მითხრა, რომ ჰქონდა გადაუდებელი საქმე ბათუმში. არანაირი უფლება არ მაქვს, ეჭვი შევიტანო მის ნათქვამში. რამდენადაც მე ვიცი, ის დღეს თბილისში არ იმყოფებოდა. სხვა მიზეზი არ ვიცი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.