logo_geo
eng_logo
2018 წლის „წინანდლის პრემია“ ცხრა ადამიანს გადაეცა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 22:13

 

 

2018 წლის „წინანდლის პრემია“ ცხრა ადამიანს გადაეცა. წელს ჯილდო რვა ნომინაციაში გაიცა.

თეატრალური ხელოვნება: ნატალია ყულოშვილი

კინოხელოვნება: გიორგი თავართქილაძე

მხატვრული ლიტერატურა (პროზა) – თორნიკე გოგნიაშვილი

მხატვრული ლიტერატურა (პოეზია) – ალექსანდრე ლორთქიფანიძე, ნიკა ლაშხია

მუსიკა: ანზორ ღუდუშაური

სახვითი ხელოვნება: ნიკა ქუთათელაძე

ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ალექსანდრე ჯაფარიძე

ჰუმანიტარული მეცნიერებები – კახაბერ ყალიჩავა.

საზეიმო ღონისძიებას კლუბმა „რესპუბლიკამ“ უმასპინძლა. „წინანდლის პრემიის„ ლაურეატები დაჯილდოვდნენ დიპლომით, პრიზითა და ფულადი პრემიით 4000 ლარის ოდენობით.

2018 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი მიმდინარეობდა 2018 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით.

წლის მნიშვნელოვანი პროექტების პრემიაზე წარდგენა შეეძლოთ 18-30 წლის ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს რვა ნომინაციაში.

„წინანდლის პრემია“ ემსახურება თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაციას და ხელს უწყობს ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზებას.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner