logo_geo
eng_logo
Facebook-ზე ჰაკერული თავდასხმის დროს ჰაკერებმა 30 მილიონი მომხმარებლის ანგარიშზე მოიპოვეს წვდომა
- +

12 ოქტომბერი. 2018. 22:37

 

 

სოციალურ ქსელ Facebook-ზე ჰაკერული თავდასხმის დროს ჰაკერებმა 30 მილიონი მომხმარებლის ანგარიშზე, ტელეფონის ნომრებსა და პირად საფოსტო მისამართებზე მოიპოვეს წვდომა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით The New York Times-ი ავრცელებს.

 

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა „ფეისბუქის“ 50 მილიონი მომხმარებლის პირად ანგარიშებზე მოიპოვეს წვდომა.

 

ეს კომპანიის ისტორიაში, Facebook-ზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმაა.

 

კომპანიამ ვებგვერდზე სია გამოაქვეყნა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, გადაამოწმონ, მოხვდნენ თუ არა ჰაკერების თავდასხმის სამიზნეში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner