სოციალურ ქსელ Facebook-ზე ჰაკერული თავდასხმის დროს ჰაკერებმა 30 მილიონი მომხმარებლის ანგარიშზე, ტელეფონის ნომრებსა და პირად საფოსტო მისამართებზე მოიპოვეს წვდომა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიაზე დაყრდნობით The New York Times-ი ავრცელებს.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმის შედეგად ჰაკერებმა „ფეისბუქის“ 50 მილიონი მომხმარებლის პირად ანგარიშებზე მოიპოვეს წვდომა.
ეს კომპანიის ისტორიაში, Facebook-ზე განხორციელებული ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმაა.
კომპანიამ ვებგვერდზე სია გამოაქვეყნა, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, გადაამოწმონ, მოხვდნენ თუ არა ჰაკერების თავდასხმის სამიზნეში.