logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: ეკა გიგაურმა 7 ნოემბრის მიტინგის დასარბევად ვანო მერაბიშვილს სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობა დაახმარა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 11:39

 

 

„ქართული ოცნების“ წევრის ვატო შაქარიშვილის განცხადებით, ეკა გიგაურმა სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობა დაახმარა ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაში. აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს წევრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1“ გააკეთა.

 

„2007 წლის 14 ნოემბერს, ეკა გიგაურმა ვადაზე ადრე მიიღო კაპიტნის წოდება იმისთვის, რომ საკუთარი სასაზღვრო პოლიციის შემადგენლობა დაახმარა ვანო მერაბიშვილს 7 ნოემბრის მიტინგის დარბევაში. მან მიიღო კაპიტნის წოდება და ახლა ისევ იმას აკეთებს, რასაც - მაშინ. გიგაური „აპრავებს“ ნიკა გვარამიას“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner