logo_geo
eng_logo
ვატო შაქარიშვილი: მთელი ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მათი სატელიტები, ყველა მობილიზებულია ერთი კანდიდატის წინააღმდეგ
- +

13 ოქტომბერი. 2018. 11:41

 

 

„ძალიან რთული ვითარებაა, მთელი ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მათი სატელიტები, ყველა მობილიზებული და გაერთიანებულია უსამართლოდ, ამაზრზენად ერთი კანდიდატის წინააღმდეგ“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

 

„ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, არის ძალიან რთული ვითარება, მთელი ე.წ. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი, მათი სატელიტები, ყველა მობილიზებული და გაერთიანებულია უსამართლოდ, ამაზრზენად ერთი კანდიდატის წინააღმდეგ. არასამთავრობო სექტორმა, უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა „გააპრავეს“ გვარამია, რომ მან უნდა მოახერხოს და განგვდევნოს ჩვენ, ვინც სალომე ზურაბიშვილს ვუჭერთ მხარს. ეს მას „წარმატებით“ უკეთებია პრაქტიკაში და ამაზე არასამთავრობო სექტორი გამოდის და პირში წყალს კი არ იგუბებს, „აპრავებს“ მას“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner