logo_geo
eng_logo
დღეს ნანა მიქავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა!
- +

14 მაისი. 2016. 20:05

დღეს, 14 მაისს, ტექნიკური უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში ნანა მიქავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

რომანის სახელწოდება „სიყვარულის წვიმა" გახლავთ. ავტორისთვის ეს ნაწარმოები მწერლობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.
რომანი ნაწილობრივ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობითაა შექმნილი, თუმცა, ნაწარმოებში ავტორის ფანტაზია სინთეზურად ერწყმის ცხოვრებისეულ ფაქტებს.

საღამოზე შედგა რამდენიმე სიმღერის პრეზენტაცია, რომელთა მუსიკის ავტორი თავად ნანა მიქავაა.
საღამოს აფორმებდნენ პანტომიმის თეატრის მსახიობები.
მაყურებლისთვის სცენაზე გაცოცხლდა რომანის რამდენიმე სცენა.
მწერალმა თავადაც წაიკითხა რამდენიმე ჩანახატი საკუთარი შემოქმედებიდან.

„ვფიქრობ, ეს ნაწარმოები ღირებულია დღევანდელი საზოგადოებისთვის, რადგან გრძნობები და ურთიერთობები, რომლებიც რომანშია აღწერილი, ჩვენს რეალობაში, სამწუხაროდ,  ნელ-ნელა კარგავს თავის ფუნქციებს", - განაცხადა ნანა მიქავამ.

წიგნში საკმაოდ მარტივი ენითაა გადმოცემული მთავარი პერსონაჟის ლანას ცხოვრებისეული განცდები.
მკითხველთა შეფასებით, „სიყვარულის წვიმის" წაკითხვა შეუძლებელია ემოციების გარეშე.

საღამო დასრულდა სიმბოლური ნომრით, სადაც ავტორი და ყველა მონაწილე სტუმრებს ქოლგებით ხელში „პიროშოუს" თანხლებით დაემშვიდობნენ.

წიგნის „სიყვარულის წვიმა" მთავარი რედაქტორ-გამომცემელი გახლავთ ზაურ ნაჭყებია. 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner