logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: ჟურნალისტები მიზანმიმართულად აცხადებენ, თითქოს რამე პრეტენზია მაქვს სოფლის მიმართ
- +

24 თებერვალი. 2016. 14:25



საბურთალოს რაიონის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე მანჩო გიორგობიანი ზოგიერთ ტელევიზიაში მისი მისამართით გაჟღერებულ მესიჯებს აპროტესტებს და აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ. ამის შესახებ გიორგობიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ჟურნალისტები საზოგადოებაში დაძაბულობის გაღრმავებას უწყობენ ხელს.


გიორგობიანი გია გაჩეჩილაძის განცხადებასაც იხსენებს, რომელიც ჟურნალისტების არაკვალიფიციურობას ეხებოდა და აღნიშნავს, რომ გაჩეჩილაძის სიტყვები საზოგადოებამ სხვანაირად გაიგო და ამაში მონაწილეობას თავად ჟურნალისტებიც იღებდნენ.


„გიორგი გაჩეჩილაძის ელემენტარული გამონათქვამი სულ სხვანაირად გავიგე. მე გავიგე, რომ რაიონში არ არის უმაღლესი სასწავლებლები, არ არის შესაბამისი განათლების მიღების საშუალება და როდესაც ადამიანი ჩამოდის თბილისში და 1 თვეში მიკროფონს იჭერს ხელში, მას საკმარისი კვალიფიკაცია არ გააჩნია.

 

ამაზე ჟურნალისტებმა ატეხეს რაღაც კამპანია და ფაქტობრივად გადაგვიარეს მთელ თბილისს, სრულიად დაუმსახურებლად. არცერთ ტელევიზიაში არ მეპატიჟებიან და ჩემი აზრი არ იციან მსგავს საკითხებზე. უამრავი მეგობარი მყავს სოფელშიც და ქალაქშიც. ამ დროს კი, „რუსთავი 2"-იდან დაწყებული „მაესტროთი" დამთავრებული აჟღერებენ ისეთ ინფორმაციებს, თითქოს მე მავთულხლართებით მინდა მრგვალი ბაღის შემოღობვა და თითქოს მე და კორკოტა ქალაქში ცხოვრების წესებს ვადგენთ. ეს არის ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმის ბრალი. გამოდის, რომ მიზანმიმართულად აკეთებენ,  თითქოს რამე გაუგებარი დამოკიდებულება, პრეტენზია მაქვს სოფლის მიმართ, - განაცხადა გიორგობიანმა. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner