logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ალასანიას ადგილზე თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც დღეს აკეთებს
- +

14 მაისი. 2016. 21:02


საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ალასანიას ადგილზე რომ იყოს, თავს შეიკავებდა ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც დღეს აკეთებს.




კითხვაზე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილზე როგორ მოიქცეოდა, შეელეოდა თუ არა „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს ირაკლი ალასანიას, გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ყველას თავისი სტილი აქვს".


 

ღიად გეუბნებით, რომ ასეთი შეფასებებისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ ალასანიას ადგილზეც რომ ვიყო, თავს შევიკავებდი ბევრი იმ შეფასებისგან, რომელსაც ის დღეს აკეთებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner