შავი ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი ჩაიძირა. ამის შესახებ სააგენტო „რია“ რუსულ ნავსადგურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეკიპაჟის შემადგენლობაში 8 ადამიანი იმყოფებოდა, ორი თურქეთის მოქალაქე და ექვსი აზერბაიჯანის. მათი გადარჩენა მაშველებმა შეძლეს.
გემს ჯართი გადაჰქონდა. ის 1900 მეტრ სიღრმეზე ჩაიძირა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.