logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი არასამთავრობოებსა და მედიას: ოქუაშვილს ჰკითხეთ, რაში იხდიდა იმ მილიონ 700 ათასს
- +

13 ოქტომბერი. 2018. 23:32

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი „ომეგა ჯგუფის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მიმართავს და აცხადებს, რომ მათ კომპანიის დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილისთვის არასოდეს უკითხავთ, რატომ და რაში იხდიდა ის ფულს.

 

ვოლსკის მტკიცებით, ზაზა ოქუაშვილის თემა წინასაარჩევნოდ არის „შემოგდებული” და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ამას წინასაარჩევნოდ იყენებს.

 

„მედია არასწორად აშუქებს ამ თემას და სწორედ ეს იწვევს უკმაყოფილებას. ოქუაშვილის თემას საერთოდ არ კითხულობენ არც ჟურნალისტები, არც არასამთავრობოები, საიდან მოიტანა ეს სისულელეები. არ კითხულობენ, საიდან აქვს ის ჩანაწერები, არ კითხულობენ, რა მიზნით აქვს ეს ფული და ვისთვის არის გადახდილი, რადგან არ ჩანს და პირდაპირ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.

 

წინასაარჩევნო თემა რომ შემოგაქვს, ხომ უნდა დააკვირდე, რომ სააკაშვილი, „ნაციონალური მოძრაობა“, მეორე “ნაციონალური მოძრაობა” ზაზა ოქუაშვილის თემას იყენებს. ოქუაშვილს ჰკითხე მაინც, კი მაგრამ, რაში იხდიდით იმ მილიონ 700 ათასს, ვის უხდიდით, სად უხდიდით და რისთვის უხდიდით. ოქუაშვილს ახდევინებდნენ პარტიის ფულს, იყო ჭიდაობა, გადავიხდი, არ გადავიხდი?! ეს ხო ზღაპარია“, – განაცხადა  ვოლსკიმ „იმედის“ ეთერში საუბრისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner