logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: რაც დღეს ხდება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, არის უკიდურესად უმადური საქციელი!
- +

14 მაისი. 2016. 21:05


საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში" სტუმრობისას საარჩევნო კამპანიაში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის შესაძლებლობის თაობაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და დაადასტურა, რომ ყოფილი პრემიერი აპირებს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას.


 

ბიძინა ივანიშვილი, რა თქმა უნდა, ქართული ოცნების" ძლიერი მხარეა და აქ შეკითხვა არ მაქვს. მისი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგადად, ის აპირებს, რომ ჩართული იყოს წინასაარჩევმო კამპანიაში და ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია ჩემი მხრიდან. არ ვიცი, რა ფორმა მიეცემა ამას - რეგიონებში წასვლა იქნება, განცხადება თუ წერილის გამოქვეყნება, მაგრამ მისი მხარდაჭერა აუცილებელია. საერთოდ, ვფიქრობ, შეკითხვა, ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების" დადებითი მხარეა თუ არა, არის მიზანმიმართული კამპანიის შედეგი - რაღაც დემონიზაციის კამპანია მიმდინარეობს ამ ადამიანის მიმართ. გავიხსენოთ 2009, 2010, 2011 წლები - რამხელა უიმედობა იყო. ამ ადამიანმა, იმ რობებში, როცა რეპრესიული მანქანა მოქმედებდა, საკუთარი სიცოცხლე დააყენა რისკის ქვეშ. ამის გარდა, უამრავი რაღაც აქვს გაკეთებული. გაკვირვებული ვარ იმ ადამიანები, რომლებიც არ არიან პარტიული სტრუქტურების წარმომადგენლები და არიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ივანიშვილის დემონიზაციის კამპანიის მსხვერპლნი ხდებიან. ეს არის უღირსი საქმე და ამ ადამიანის მიმართ უკიდურესი უმადურების გამოხატულება.

არაფერი გასაკვირი არ უნდა იყოს იმაში, რომ დღევანდელი მთავრობა ყოფილ პრემიერთან გარკვეულ კონსულტაციას მართავდეს და ადგილი ჰქონდეს აზრთა გაცვლა-გამოცვლას.

რაც დღეს ხდება მის წინააღმდეგ, ეს არის უკიდურესად უმადური საქციელი და ის ნამდვილად არ იმსახურებს ამას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner