logo_geo
eng_logo
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს
- +

14 ოქტომბერი. 2018. 03:06

 

 

 „ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლისთვის მიიღებს“, - ამის შესახებ ფონდ ,,ქართუს“ ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და პირველი ეტაპი სწორედ 2020 წელს დასრულდება.

 

„პირველი ეტაპისთვის აშენდება რამდენიმე სასწავლო კორპუსი, თავისი სტუდენტური საერთო საცხოვრებლებითა და საჭირო ინფრასტრუქტურით. ტეროტორიაზე აშენდება ასევე სპორტული და გასართობი ობიექტებიც“, - განაცხადა ჩხეტიანმა.

 

ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი დაჯდება, მთლიანად პროექტი კი ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.

 

პირველ ნაკადად ქუთაისი უნივერსიტეტი, რამდენიმე ათას სტუდენტს მიიღებს მათემატიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტებზე, გაიხსნება განათლების სკოლაც. მოგვიანებით, უნივერსიტეტს სხვა ფაკულტეტებიც დაემატება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner