logo_geo
eng_logo
პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

14 ოქტომბერი. 2018. 10:38

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული დ. ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ამბროლაურში დააკავეს.

 

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner