საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში გადაცემა „ქრონიკის სტუდიაში" სტუმრობისას, კითხვაზე, რაში თანამოაზრეობაა საჭირო გუნდში მოსახვედრად, პრემიერმა განაცხადა, რომ ახალ წევრებთან ბევრ საკითხზე ისაუბრეს, ასევე პოლიტიკურ პროცესებზეც.
„ადამიანის ფენომენი და საერთოდ, ის, რომ ჩვენთვის ადამიანია ყველაფრის თავი და თავი, მისი უფლებების დაცვა, მისთვის საკმარისი პირობების შექმნა, ეკონომიკური ხედვა ქვეყნის განვითარების შესახებ, ეს მემარჯვენეობა-მემარცხენეობა საკმაოდ პირობითია. დღეს საერთოდ აღარ არის წითელი ხაზი მემარჯვენეობასა და მემარცხენეობას შორის და მე მგონი, ეს დეფინიციები პირობითია. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში შესაძლოა, უფრო მემარცხენე ნაბიჯები გადადგა, ხოლო წმინდა ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით, შესაძლოა, უფრო მემარჯვენეობისკენ იყო გადახდილი. სახელმწიფო აპარატის ზომის კუთხით, შეიძლება უფრო მემარჯვენე ვიყო, ვიდრე მემარცხენე და ა.შ. ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი. ძირითად ფასეულობებში დღეს წარმოდგენილ ადამიანებთან გვქონდა სრული თანხვედრა, ამიტომ დიდი კომფორტი იქნება ჩემთვის მათთან მუშაობა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.