პირველად საქართველოს ისტორიაში ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. ბუენოს-აირესში მიმდინარე მესამე ახალგაზრდულ თამაშებზე ჩემპიონობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძემ იზეიმა. 60კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ფინალში ყირგიზეთის წარმომადგენელი სადიროვ ელმირბეკი 9:0 დაამარცხა.
ჩვენმა დელეგაციამ დღეს კიდევ ერთი მედალი მოიპოვა, ფინალში იჭიდავა გიორგი თოხაძემ (51კგ) რომელიც იაპონელ სასაკი ვატარუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.
ამ დროისთვის საქართველოს 5 მედალი აქვს მოპოვებული.
მოჭიდავეების გარდა, ოლიმპიადის პრიზიორები გახდნენ, ტყვიის მსროლელი ნინო ხუციბერიძე, რომელმაც 10 მეტრზე პნევმატური პისტოლეტით სროლაში მესამე შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
ვერცხლის მედალი მოიპოვა 100 კილოგრამში მოასპარეზე ძიუდოისტმა სულამანიძემ, ასევე ვერცხლი დაისაკუთრა ძალოსანმა არჩილ მალაყმაძემ.