logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ნამდვილად არ გვჭირდება ტელევიზიებში ჩარევა!
- +

14 მაისი. 2016. 21:21


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქრონიკის სტუდიაში" „რუსთავი 2"-ის საქმეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის პოლიტიკაში ჩარევის სურვილი არ გააჩნია და ეს არაფერში სჭირდება.

 

„ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება ტელევიზიებში ჩარევა და ამ გზით გამარჯვების მიღწევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანები ქვეყანაში მაინც გრძნობენ განსხვავებას და არსებობს იმის სხვა საშუალებები, გარდა „რუსთავი 2"-ისა, რომ ქვეყანას მიაწოდო ინფორმაცია. ამიტომ, მგონია, რომ თუკი ამ მიმართულებით რაიმე ცვლილება მოხდება, გაცილებით უარყოფითი ეფექტი ექნება იგივე სამთავრობო პარტიაზე, განსაკუთრებით არჩევნებისთვის, იმიტომ, რომ ეს მისცემს ათას საშუალებას ადამიანს, რომ სპეკულირება მოახდინოს ამით.

 

მიმდინარეობს სასამართლო პროცესი. თუკი ვინმეს რამე შეკითხვა აქვს, გამჭვირვალეა ყველაფერი, ღიაა და მგონია, რომ საშუალება არსებობს, გაიგონ, რა ხდება იქ. ამის საშუალება აქვთ უცხოელებსაც. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება საკუთრების დავაში ჩარევა. იქნებ რაღაცნაირად მოხერხდეს, მართლა ძალიან მინდა, რომ მათ გააგრძელონ ის, რასაც აკეთებდნენ. როგორ უნდა გინდოდეს ამ არაობიექტურობის ყურება, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მტკივა გული ხანდახან, გაცილებით უფრო დიდი ზიანი იქნება იქიდან, თუკი ამ ყველაფრის ცვლილება მოხდება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner