logo_geo
eng_logo
პროკურატურა: აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო
- +

14 ოქტომბერი. 2018. 21:08

 

„პიას“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მირზა სუბელიანი, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს.

 

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის  საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო  ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე, 157’-ე მუხლის პირველი, 158-ე მუხლის პირველი და  მეორე ნაწილებითა  და 333- ე მუხლის პირველი ნაწილით”- აცხადებენ პროკურატურაში.

არსებული ინფორმაციით, გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები  ხვალ გახდდბა ცნობილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner