logo_geo
eng_logo
ხობში ავტომობილი ხეს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა - დაშავებულია ერთი ადამიანი
- +

14 ოქტომბერი. 2018. 21:50

 

 

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში „ოპელის“ მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც სატრანსპორტო საშუალებას ცეცხლი გაუჩნდა.

 

მომხდარის შედეგად, დაშავდა ავტომანქანის მძღოლი. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაშავებული ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

„გამოძახებისას ადგილზე დაგვხვდა ცეცხლმოკიდებული მსუბუქი ავტომანქანა. ოპერატიული რეაგირების შედეგად, მალევე მოხდა ცეცხლის ლიკვიდირება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, – აცხადებს მეხანძრე- მაშველი გრიგოლ არჩილია.

 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner