logo_geo
eng_logo
ეროვნული გალერეა ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ ექსპოზიციას მასპინძლობს
- +

14 ოქტომბერი. 2018. 22:12

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ნიკო ფიროსმანაშვილის განახლებულ ექსპოზიციას მასპინძლობს. ინფორმაციას გალერეის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, გამოფენაზე დამთვალიერებელი იხილავს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ ნამუშევრებს, რომლებიც დიდი ხანია, არ გამოფენილა. მათ შორისაა: „გიორგობა ბოლნისში“, „კრწანისი“, „თეთრი დათვი ბელებით“, „გლეხის ქალი ბავშვებით“, „ხუთი თავადის ქეიფი“, „მზარეული“, „მუშა ტიკით“ და „მუშა კასრით“, „თეთრი დუქანი“ და სხვა.

 

ეროვნულ გალერეაში დამთვალიერებელი ასევე იხილავს ნამუშევარს „ქორწილი კახეთში“. სწორედ ამ სურათით იწყება ნიკო ფიროსმანაშვილის ყველაზე დიდი სამუზეუმო კოლექციის შექმნა. 1916 წელს ქართველ მხატვართა საზოგადოებაში დიმიტრი შევარდნაძის მიერ ორგანიზებული შეხვედრის შემდეგ, ნიკო ფიროსმანაშვილს, დახმარების მიზნით, მცირედი თანხა გადასცეს. ამ თანხით ფიროსმანაშვილმა რამდენიმე დღეში დახატა და ქართველ მხატვართა საზოგადოებაში მიიტანა ნამუშევარი „ქორწილი კახეთში“.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner