კიდევ ერთი გრანდიოზული კონცერტი ქართველი მუსიკოსებით მონაწილეობით, ამჯერად, ფრანკფურტის ალტერ ოპერის დიდ სცენაზე.
ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სრულ შემადგენლობასთან ერთად, პირველად შესრულდა ალტერ ოპერაში გია ყანჩელისშედევრი - STYX. ასევე, ჰამბურგის Elbphilharmonie- ში, 2 აპრილს გამართული წარმატებული პრემიერის შემდეგ, სწორედ, ალტერ ოპერამ უმასპინძლა ნიკოლოზ რაჭველის „ვერცხლისფერ მზეს“. კონცერტი 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის კულტურული პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობდნენ: ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ზვიად ბოლქვაძე, გორის ქალთა კამერული გუნდი (ხელმძღვანელი – თეონა ცირამუა); სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდი ( ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი).