„წინასაარჩევნოდ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გამორიცხული არ არის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქრონიკის სტუდიაში" საუბრისას განაცხადა. თუმცა, პრემიერს არ დაუკონკრეტებია, ვინ და როდის შეიცვლება სამთავრობო გუნდში.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური სარეფორმო გეგმა და აქედან გამომდინარე, შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს. როდის მოხდება ეს, რომელ დღეს მოხდება, ამაზე პროგნოზირებას და მკითხაობას არ დავიწყებ. უფრო ჯობია, რომ დაველოდოთ. ცვლილებები იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.