logo_geo
eng_logo
თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს
- +

15 ოქტომბერი. 2018. 03:53

 

 

თელავში ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. შენობა, რომელიც გასული საუკუნის 70-იან წლებშია აგებული და თელავის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად მიიჩნეოდა, სპეციალისტების აზრით, სეისმურად მდგრადი არ არის.

 

როგორც პირველ არხს ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს, ახალი პროექტით 12-სართულიანი შენობის ადგილას 5-სართულიანი სასტუმროს აშენება იგეგმება. სასტუმროს კონცეფციის მთავარი აქცენტები ღვინის თემატიკა და გასტრონომია იქნება. მათივე განცხადებით, სასტუმროს მაკეტი იტალიელი არქიტექტორი მიქელე დელუკის პროექტით შეიქმნა.

 

პროექტის მიხედვით, ახალი სასტუმრო 130-ნომრიანი იქნება, ორი საცურაო აუზით, განსაკუთრებული ინტერიერითა და ხედებით. ამასთან, დაცული იქნება სასტუმროს შენობის ქვეშ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ვახვახიშვილების XVIII-ე საუკუნის უნიკალური მარანი.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ უფუნქციოდ დარჩენილი ყოფილი „ინტურისტის“ შენობის დემონტაჟი აფეთქების ნაცვლად, ხელით განხორციელდება.

 

ახალი სასტუმროს მშენებლობისთვის 10-13 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner