logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ეს ცვლილებები განამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას
- +

14 მაისი. 2016. 21:42


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრობს. იგი ამბობს, რომ ეს ცვლილებები არანაირად არ არის საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეგავლენის მცდელობა, არამედ ის განამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას.



„ეს ცვლილებები განამტკიცებს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობას და გამორიცხავს იმას, რომ ერთ და ორ ადამიანზე გავლენის მოხდენით გარედან შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იქნას მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან. ამიტომ არის სწორედ კვორუმის აწევის იდეაც და ამიტომ არის ზუსტად ის, რომ გარედან მცდელობები აღვკვეთოთ.

 

ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემთხვევაში შესაძლოა, რომ ორი და სამი თვე დასჭირვებოდა ამას. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე კვირაში იწყება საარჩევნო კამპანია და შეიძლება პარლამენტარი ვეღარ ვიპოვოთ ქუთაისში. ზუსტად ამიტომ იყო საჭირო ასე ნაჩქარევად ამ კანონპროექტის მიღება, რომ ეს არის ძალიან პრინციპული ცვლილებები, რომელიც გამორიცხავს, რომ გარედან ვინმემ ერთ და ორ ადამიანზე ზემოქმედებით მთლიანად კვორუმზე მოახდინოს ზეგავლენა.

 

მოსამართლეებზე რომ არ მოხდეს ზეწოლა და არ იქნას მიღებული პრინციპული გადაწყვეტილებები, ეს ეხება ორგანულ კანონებს და უფრო მაღალი რანგის საკანონმდებლო აქტებს - სწორედ ამიტომ არის ეს ცვლილებები შეტანილი, რომ მაღალი კვორუმის პირობებში სასამართლოზე გარედან ზემოქმედება იქნება გამორიცხული.

 

ეს კანონები სწორედაც ამ ინსტიტუციის დამოუკიდებლობის ხარისხს ზრდის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner