დარჩება თუ არა თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსზტე ვარშავის სამიტამდე? - აღნიშნულ შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქრონიკის სტუდიაში" უპასუხა და განაცხადა, რომ „კარგი იქნება, თუ თინა ვარშავის სამიტზე წავა".
პრემიერის შეფასებით, თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე სამიტისთვის მოსამზადებელი მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია.
„მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, თუ ვარშავის სამიტზე თინა წავა. მან მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია ამ პერიოდში. თუ მას სურვილი ექნება და მე როგორც ვიცი, თქვა, რომ სამიტზე ის წავიდოდა, არანაირი მიზეზი, რომ ეს არ მოხდეს, არ არის", - განაცხადა კვირიკაშვილმა.