logo_geo
eng_logo
ანი მიროტაძე: როცა ქვეყნისთვის ამდენი გამოწვევა არსებობს, ეფექტური საკადრო ცვლილებები ჯანსაღი პროცესია
- +

24 თებერვალი. 2016. 14:36



დეპუტატ ანი მიროტაძის განცხადებით, სამთავრობო ცვლილებების საკითხზე კონსულტაციები არც მათ პოლიტიკურ გუნდში, არც უმრავლესობასა და არც პოლიტსაბჭოს ფორმატში არ ყოფილა. შესაბამისად, მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებების თემაზე გადაწყვეტილება მიღებული ვერ იქნება.



არ ვიცი გიორგი კვირიკაშვილს მთავრობაში ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით რა მოსაზრებები აქვს, მაგრამ თუკი აქვს, ეს ბუნებრივი და ლოგიკურია. კვირიკაშვილმა გუნდი ისე ჩაიბარა, რომ არც ერთი ცვლილება არ განუხორციელებია. მან განაცხადა, რომ ამ მინისტრებთან იმუშავებს და გადაწყვეტილებებს მიიღებს. არ გამოვრიცხავ, რომ ჰქონდეს საკუთარი მონახაზი და გადაწყვეტილებაც მიიღოს. ზოგადად ვფიქრობ, რომ როცა ქვეყნისთვის ამდენი შიდა და გარე გამოწვევა არსებობს, ეფექტური საკადრო ცვლილებები ჯანსაღი პროცესია", - განაცხადა ანი მიროტაძე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner