logo_geo
eng_logo
გოგა ჩანადირი: გვინდოდა, დამთვალიერებლისთვის გაგვეცნო სხვანაირი საქართველო
- +

14 მაისი. 2016. 21:00

 

13 მაისს ქარვასლაში „ქოლგა თბილისი ფოტო 2016" -ის ფარგლებში სერგო ედიშერაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო.


„სერგო ედიშერაშვილი არის ფოტოხელოვანი, რომელიც ძირითადად დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მუშაობდა. სწორედ დოკუმენტური ფოტოები არის წარმოდგენილი „ქოლგის" ფარგლებში. აქ არის 2005 წლამდე გადაღებული ფოტოები, 40 წლის ნამუშევრები.
გვინდოდა, გაგვეცნო დამთვალიერებლისთვის სხვანაირი საქართველო. ის საქართველო, რომელსაც ბევრი ახალგაზრდა მხოლოდ წიგნებიდან იცნობს ან ზედაპირული გადმოცემით. აქ გამოფენილი ფოტოებით უშუალოდ ნახავს ახალგაზრდობა მაშინდელ საქართველოს, რომელთა შავი ლაქა დღემდე გვახსოვს.
ფოტოები სიმბოლურად შავ-თეთრია, დრამატიზებას სძენს გამოფენას და იმ ეპოქას, რა ეპოქაც გადაიღო სერგომ", -
აღნიშნა გამოფენის ორგანიზატორმა გოგა ჩანადირმა.

ფოტოხელოვანის გამოფენა საქართველოს ფარგლებს გარეთ არაერთხელ მოწყობილა. თუმცა სამშობლოში მისი ნამუშევრები ამ მასშტაბით პირველად წარსდგა დამთვალიერებლის წინაშე.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner