logo_geo
eng_logo
სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მთავარი მოწმე ახალგაზრდა ქალია
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:27

 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სკანდალურ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მთავარი მოწმე ახალგაზრდა ქალია. ის სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელი ი.პ გახლავთ. პროკურატურის ცნობით, სწორედ აღნიშნული პირის მიმართვის საფუძველზე 12 ოქტომბერს დაიწყო გამოძიება. საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით, აღნიშნულ პირს პირადი ცხოვრების გასაჯაროების მუქარით ზემოხსენებული ჩანაწერის გავრცელება აიძულეს.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურამ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ ფიგურირებს მ.ს., ვ.ჯ. და დ.ც, საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო 2018 წლის 12 ოქტომბერს, ვიდრე ჩანაწერი ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში  გადაიცემოდა.

 

გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების  ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

 

საქმეზე გამოძიება დაიწყო სპეციალური პენიტენციური სამსახურის  თანამშრომლის ი.პ.-ს განცხადების საფუძველზე, რომლის თანახმადაც მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს, მასზე განხორციელდა შანტაჟი და ზეწოლა: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით მოქალაქე ი.პ.-ს მოსთხოვეს პატიმარ მ.ს-ს შეხვედრების ფარული ჩანაწერების გავრცელება.

 

გამოძიების ფარგლებში, ი.პ-სგან ამოღებულია მეხსიერების ბარათი, რომელიც შეიცავს რამდენიმე ფარულ ჩანაწერს, მათ შორის იმ ფაილსაც, რომელიც გუშინ გავრცელდა მედიასაშუალებით. ყველა ჩანაწერზე ავთენტურობის დადგენის მიზნით ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზები.

 

დაწყებული გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, როგორც ამ დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, აგრეთვე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner