ავტორი ანასტასია იოსელიანი
13 მაისს საქართველოში პირველად, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2016“ -ის ფარგლებში სერგო ედიშერაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1980-90 იანი წლების ამსახველი ფოტომასალა.
„წარმოდგენილია როგორც ომის კადრები, ასევე 80-იანი წლების სოციალური პერიოდის კადრები. სერგო ედიშერაშვილი აშკარად გამორჩეული ფოტოხელოვანია საქართველოში. იგი მოღვაწეობს უკვე მრავალი წელია და მისი შემოქმედება მრავალმხრივია“, - განაცხადა „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ორგანიზატორმა ბესო ხაინდრავამ.
სერგო ედიშერაშვილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის არის დასახელებული.