გავრცელებული ინფორმაციით, აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სადაც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი, ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი ფიგურირებენ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ. იკითხება,- ამ ინფორმაციას მთავარი პროკურატურის პრესსამსახური ადასტურებს.
მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ასევე მიმდინარეობს ვიქტორ ჯაფარიძის გამოკითხვა.
ფარულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება 2018 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1571 -ე მუხლის პირველი ნაწილით, 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.