logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: „მეგის-ფიქჩერსის“ შემდეგ ფარული ჩანაწერების ხარისხი მკვეთრად გაუარესდა!
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:50

 

„აი, ბოლო ორი თვეა ვუსმენ ე.წ. ფარულ ჩანაწერებს ოქუაშვილ-ყიფიან-ჩხარტიშვილის მონაწილეობით (ახლა მირზა სუბელიან-ვიქტორ ჯაფარიძისაც დაემატა) და გული მიკვდება - „მეგის-ფიქჩერსის“ გაკოტრების შემდეგ „ნაციონალებმა“ ხარისხი აშკარად გააუარესეს“, - ამის შესახებ ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სტატიაში წერს:

 

„ალბათ, გახსოვთ, მეგის ქარდავა (განსაკუთრებით 2011-2012 წლებში) ძალიან მაღალი ხარისხის ფარულ ჩანაწერებს უშვებდა, იქ აუდიოჩანაწერი გახლდათ სტერეო, ხოლო გამოსახულება - ლამის 3D-ს უახლოვდებოდა და იყო ფერადი. ამ სახელოვანმა რეჟისორმა ფარული ფილმების ხელოვნება უმაღლეს მწვერვალამდე აიყვანა და ისე „სასიამოვნოდ“ ისმინებოდა, ტიტრები და მსახიობის ხმის დადება აღარც კი სჭირდებოდა. რატომ გააბანძა ნიკა გვარამიამ ეს სფერო, რა დაემართათ „ნაციონალებს“? სიმართლე გითხრათ, ახსნას ვერ ვპოულობ, მე პირადად ვიმედოვნებდი, რომ ფილმების ხარისხი უფრო დაიხვეწებოდა.

 

გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა, აშკარად მოიკოჭლებს შემოქმედებითი მიდგომაც - მაგალითად, ჩანაწერებში (სადაც არ არის გამოსახულება) საერთოდ ვერ მიხვდებით, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, ვის რა ჩემი ფეხები უნდა და ვის რა მიზანი ამოძრავებს. ჩანაწერები შინაარსობრივად არის უკიდურესად მდარე ხარისხის, მონტაჟი - სრული კატასტროფა.

 

ახლა, გასაგებია, რომ ამ ყველაფრის პოლიტიკური მიზანი არის ქუჩაში ხალხის გამოყვანა და რევოლუციის იმიტაციის გათამაშება, მაგრამ ვინაიდან მსახიობებიც არასწორად არიან შერჩეულნი, ამის გამო 100 კაციც კი არ გამოვა გარეთ. მთავარი როლების შემსრულებლები სააკაშვილმა, გვარამიამ და მელაძემ შეარჩიეს არასწორად, ანუ როლებზე დაამტკიცეს უკვე სახელგატეხილი, თაღლითი პერსონაჟები, რომლებსაც არანაირი ავტორიტეტი და გავლენა არ გააჩნიათ საზოგადოებაში. გარდა ამისა, უნიჭობის გამო, ძალიან არადამაჯერებელია მათი თამაში, მათი საუბრები. მაგალითად, ერთგან მირზა სუბელიანი ამბობს, იმდენი და ისეთი ჩანაწერები მაქვს დაფაილებული, რომ გამოვაქვეყნო, რუსთაველი ეგრევე გადაიჭედება ხალხითო. უკაცრავად, მისტერ მირზა, მაგრამ შენ ქართველი ხალხი გამოქლიავებული ნუ გგონია, ის თქვენნაირი და ოქუაშვილისნაირი ავანტიურისტების დაძახილზე (მით უმეტეს, რაღაც საეჭვო ჩანაწერებისთვის, სადაც თითქმის არაფერი ისმის და რომც ისმოდეს, სრული სი...ბაა) ქუჩაში არ გამოდის!

 

როგორც ვხედავთ, „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულმა კოჰაბიტაციამ ნაყოფი უკვე გამოისხა. ზოგიერთს დაავიწყდა, რომ ეს საქართველოა და ეგეთი რაღაცები არ ამართლებს. დააშავა? უნდა დაისაჯოს. თუ არ დასჯი, მაშინ ის დამნაშავე შენ დაგსჯის. ამ შემთხვევაში მოქმედებს საფეხბურთო გამოცდილება - არ გაიტან? იქით გაგიტანენ!

 

თუმცა... რაც ახლა ხდება, ჩემი აზრით, ეს არის დიდი ლუსტრაციის დასასრული - ყველა ნაძირალამ თავადვე უნდა გაიშიფროს და გამოავლინოს საკუთარი თავი. აი, ეს უკვე კარგია!

 

ჰო... როდესაც ნიკა გვარამიამ ბინძური შოუ მოაწყო, რამდენიმეჯერ გაიმეორა: ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში, მეგობრებო, ჩვენ ყველანი უკვე მძღნერში ვსხედვართო. ყველა არა, ნიკოლოზ, შენ და შენნაირები კი დიდიხანია მძღნერში სხედხართ და იქიდან ვეღარასოდეს ამოხვალთ!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner