ამასწინათ „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი არმაზ ახვლედიანი ტელევიზორიდან „ქართულ ოცნებას“ მუხრან-ბატონივით ჩაუხტა - ესენი ასნეულებენ ქართულ პოლიტიკურ სხეულს და დაღუპვისკენ მიჰყავთ ქვეყანაო. არადა, ეს კაცი 2012-ში ამბობდა: მე ამაყი ვარ „ქართული ოცნების“ წევრობითო.
ამ ამბავში განსაკუთრებული არც არაფერი უნდა იყოს, წესით. შეიძლება ადამიანი შეცდე, აღიარო და გაემიჯნო, მაგრამ ჩვენს უცნაურობით გამორჩეულ ქვეყანაში სხვა ტიპის უცნაურობა ხდება: ვინც პოლიტიკაში არის დღეს, არავინაა მოსული პოლიტიკური იდეოლოგიითა და პროგრამით. ყველა მოსულია წარსულიდან, იმ წარსულიდან, რომელიც არ ცდება გასული საუკუნის 80-იან წლებს. ეს ვითომ პოლიტიკოსები ჯერ „მოქკავშირში“ იყვნენ და როცა მიშამ გაშალა ბაირაღები, იმას მიეკედლნენ, 2012 წელს კი ივანიშვილს შეუძვრნენ.
კაცო, თუ პოლიტიკოსი ხარ და არა კარის მასხარა, ყველა მთავრობას როგორ ერგები - შევარდნაძესთან თუ იყავი, მიშა ყოველ დღეს მისი ლანძღვით იწყებდა და ამთავრებდა, მიშასთან რაღამ გაგაერთიანა; თუ მიშას ვერ იტანდი, ბიძინა ივანიშვილისკენ რა გულმა გაგიწია, კაცთან, რომელმაც ძალაუფლება წაართვა სააკაშვილს და ქვეყანაში ჩამოსვლა აუკრძალა?..
ზემოთ რომ ვთქვი, ის ახალგაზრდა კაცი, რომ ჰკითხო, პოლიტიკოსია, „ქართულ ოცნებაში“ ყოფნით ამაყი ვარო, ამბობდა და პარტიის ლიდერიც იყო კარგა ხანს. მაგრამ, ეტყობა, კარგად ვერ ჩამოყალიბებულა და ჯერ არ იცის, ამაყია თუ დათრგუნული, არადა პოლიტიკური სკოლის დირექტორია.
ვაი, ვაი და კიდევ ვაი - ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი პოლიტიკური სკოლა ექნება ახლა ამას. ჰოდა, პოლიტიკას რომ ასწავლის სტუდენტებს, ის კაცი მოსთქვამს: „ქართული ოცნება“ ქართულ პოლიტიკურ სხეულს აზიანებსო.
თუ „ქართული ოცნება“ დაავადების გამავრცელებელ-დამსნეულებელია, „მოქკავშირი“ და „ნაცმოძრაობა“ გამაჯანსაღებლები იყვნენ?
მშვენივრად მახსოვს 80-იანი და 90-იანი წლებიც, 2003-იც, მაგრამ ეს ადამიანი თავისი პროტესტით, მომკალით და არ მახსოვს.
არა, პოლიტიკურად რომ დავაჟკაცდა, ეტყობა - მეტად პრინციპული გახდა. ეს კარგია, მაგრამ პრინციპულობა მაინცდამაინც მაშინ კი არ უნდა გამოიჩინო და მხოლოდ მაშინ კი არ უნდა გაწიწმატდე, მაგალითად, რეგიონში მთავრობის თავმჯდომარედ რომ არ დაგნიშნავენ.
პრინციპული, როგორც ბათუმში იტყვიან ხოლმე აჭარლები, ბაღნობიდანვე უნდა იყო. ბაღნობიდანვე გამყიდველი და „ვანკა-ვსტანკა“ კი არა.
წესით, მართალი კაცი შევარდნაძის დროსაც უნდა ყოფილიყო პრინციპული და სააკაშვილის დროსაც…
მაგრამ დავანებოთ ამას თავი: ეს ე.წ ოპოზიციონერები ედიკას და მიშას ბუდიდან ამოფრენილები გუგულის ბარტყებივით ხან ერთ ბუდეში რომ იზამთრებენ და ხან - მეორეში, იმის გარდა, რომ „ვიგოდნიკი“ დემაგოგები არიან, ხალხი ფეხებზე ჰკიდიათ, უფრო მეტი, დაბოღმილ-ხელმოცარულებს, ეს ხალხი ეჯავრებათ და სკლეროზიანი ჰგონიათ.
ასე რომ არ იყოს, არმაზ ახვლედიანი გუშინ „ოცნებას“ რომ აქებდა და დღეს ძირს უთხრის, იმაზე არ ფიქრობს ეს ვითომ ქვეყნის გადამრჩენელი კაცი, რა უნდა ქნას უბრალო გლეხმა, პატრიოტმა ადამიანმა, პოლიტიკური ინტრიგების რომ არაფერი გაეგება და არ იცის, ვის მიემხროს, ვინ აირჩიოს, ვისი იმედი იქონიოს? იმის, გუშინ სხვას რომ ამბობდა და დღეს სხვას რომ ლაპარაკობს?
რა ვქნათ ჩვენ - ხვალ რა მოუვა აზრად ახვლედიანს, ვარსკვლავებზე ვიმკითხაოთ თუ ტაროს კარტი გავშალოთ?
კრიტიკა კარგია, აფხიზლებს ადამიანსაც და ხელისუფლებებსაც, მაგრამ სხვას რომ აკრიტიკებ და თავი პოლიტიკოსად მოგაქვს, შენი გაკეთებული რამე გაგვახსენე ან შევარდნაძის დროს, ან მიშას დროს, ან იმ პერიოდში „ქართულ ოცნებაში“ რომ იყავი.
შევცდითო, იტყვის, ვინ არ შემცდარაო.
გაპატიებთ, ბატონო, მაგრამ რომელი გაპატიოთ, „მოქკავშირთან“ ხვანხვალი, მიშასთან ჭუკჭუკი თუ ის, მაღალ-მაღალ თანამდებობებზე რომ „ოცნებობდით“ „ოცნების“ რიგებში?!
კარგი, ბატონო, ყველაფერს გაპატიებთ, ოღონდ გაჩერდით მაინც, მაგრამ არა! მაგალითად, ეს ახალგაზრდა კაცი ახლა სახალხო მოძრაობის დაწყებას გეგმავს თურმე, ორი მოწვევის პარლამენტში ყოფნისას საკუთარი პოლიტიკური ორიენტაცია ვერ გაარკვია, ახლა სახალხო მღელვარებისკენ მოუწოდებს ხალხს. თან გამოდის და ტელევიზიებიდან იმუქრება.
რომ ჰკითხო, პოლიტიკოსია და იმას ვერ მიმხვდარა, სპეციალურად რომ იწვევენ ტელეწამყვანები.
ჯერ ერთი, ამ ვითომ ჟურნალისტებს, ამათ, თავიანთი თავი რომ გასჭირვებიათ და პოპულარობის და თავის გამოჩენისთვის ხან ჟურნალისტს რომ ირქმევენ, ხან ექსპერტს და ხან კიდევ პოლიტიკური პარტიის წევრები ხდებიან, სინამდვილეში არათუ ჟურნალისტები, ვიღაცის ერთი უბადრუკი, საცოდავი აგენტები, მოენეები არიან და კომპრომეტირებული რესპონდენტების მოწვევით თავიანთი სიგლახე სურთ დამალონ, თვითონაც იგივე ქაქი რომ აქვთ ნაჭამი, ვითომდა, მარტო ჩვენ კი არა, აი, ეგეც ასე ლაპარაკობსო. თან იმასაც ფიქრობენ, ამან პოლიტიკური ორიენტაცია და შეხედულება სამჯერ უკვე შეიცვალა, ისეა მიჩვეული, კიდევ შეიცვლის, მეც კიდევ მოვიწვევ, ვალაქლაქებ, საქმეში ჩამეთვლებაო.
„დათვმა ლხინი გადიხადა“ ეგაა ზუსტად…
„საქმეში“ ხართ, გეტყობათ, ახლაც: 2012-დან კარგად გამძღარ-დანაყრებულებმა, სხვა ბაგას მიაშურეთ… JDS-ის ეთერიდან ხომ ყელყელაობდით, ახლა სხვა პოსტი აირჩიეთ და დაყენებული სახეებით გვმოძღვრავთ. თქვენნაირებისაა დღეს მედია, აბა, ჭკუასაკითხავ ხალხს მანდ რა უნდა?.
ეს ე.წ. შეურიგებელი, ვითომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც, ვითომდა „შეურიგებელ“ ჟურნალისტებსაც სანახაობისთვის სჭირდებით კუკური მანგოსა და 2012 წლამდე მხიარულად მოტყრაშუნე ნატა ფერაძესთან ერთად.
პოლიტიკური პრასტიტუტკობა სხვა არაფერია და პატიოსანი კაცების როლებს ნუღარ თამაშობთ, „ოღონდაცა, რაა“…
ავტორი: ირანდა კალანდაძე