logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკების წინაპირობა არ არსებობს!
- +

14 მაისი. 2016. 22:06


პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში რუსეთის ლიდერებთან შესაძლო პირდაპირ მოლაპარაკებებზე ისაუბრა. კვირიკაშვილის აზრით, ამის წინაპირობა უნდა არსებობდეს, რასაც ჯერჯერობით ვერ ხედავს. აქვე დასძენს, რომ მსგავსი შეხვედრის შემთხვევაში საუბარი იქნება ყოველგვარი კომპრომისების გარეშე.


 

„პირდაპირი დიალოგის პირობები უნდა არსებობდეს, უნდა იყოს მომწიფებული რაიმე ტიპის გადაწყვეტილებები. მე ძალიან დიდი სურვილი მექნებოდა, თუ ამის მზაობას დავინახავდი რუსეთის მხრიდან. სამწუხაროდ, დღესდღეობით ასეთი მზაობა არ ჩანს გამომდინარე იქიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ, მაგალითად ცხინვალის რეგიონის მიერ დაანონსებული რეფერენდუმი, 9 ადამიანის დაკავება საჩხერის რაიონში, გალის რაიონში ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა და ა.შ. ვიცით, რომ რუსეთის ზეგავლენის გარეშე  არ ხდება ასეთი რაღაცეები და ამ წუთას პირდაპირი მოლაპარაკების წინაპირობა არ არსებობს. თუ ასეთი საუბარი შედგება, ეს იქნება ძალიან პრინციპული საუბარი და აქ არ იქნება კომპრომისები ჩვენს ფუნდამენტურ საკითხებში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner