პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია „იმედის" ეთერში მთავარ კონკურენტებსა და პარლამენტში მოსვლის შემდეგ სავარაუდო პარტნიორებზე საუბრობს.
„ჩვენსა და კონკურენტებს შორის არის დიდი სხვაობა რეიტინგში და ვფიქრობ, არ გვექნება უმრავლესობის შეგროვების პრობლემა. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ დღეს ოპოზიციური სპექტრი ძალიან აჭრელდა და თანაბარი რეიტინგის ბევრი მოთამაშე გაჩნდა, ამიტომ ძნელია პროგნოზირება. კოალიციაზე საუბარი წინასწარ არ არის საჭირო გამომდინარე იქიდან, რომ უმრავლესობის მოპოვების პრობლემა არ გვექნება. რაც შეეხება თანამშრომლობას, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.