logo_geo
eng_logo
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
- +

15 ოქტომბერი. 2018. 22:07

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იაპონიაში ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს სტენდი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა.

 

გამოფენის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საქართველოს სტენდთან ქართული ღვინო გაესინჯათ და გაცნობოდნენ ქვეყნის შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებსა და ბეჭდურ საპრომოციო მასალას.

 

დამთვალიერებლებს შორის განსაკუთრებული ინტერესი ქართველი სუმოს მოჭიდავის, ლევან გორგაძის, იგივე ტოჩინოშინ ცუიოშის ბანერმა გამოიწვია. ტოჩინოშინი იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე

პოპულარული სუმოს მოჭიდავეა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner