ავტორი ანასტასია იოსელიანი
13 მაისს საქართველოში პირველად, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, „ქოლგა თბილისი ფოტო 2016" -ის ფარგლებში სერგო ედიშერაშვილის პერსონალური გამოფენა მოეწყო.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 1980-90 იანი წლების ამსახველი ფოტო მასალა.
სერგო ედიშერაშვილი: „„ქოლგის ფესტივალი" საერთაშორისო დონის ფესტივალია. არ შემეძლო უარი მეთქვა ამ გამოფენაზე. გადმომეცა ჯილდო „ალექსანდრე როინაშვილის პრემია"- ეს ქართული ოსკარია ფოტო ხელოვნებაში.
რათქმაუნდა სრულად არ არის ასახული 1080-90 იანი წლები, მაგრამ პატარა ამონარიდი ყველა პერიოდიდან არის წარმოდგენილი.
მომავალი თაობისთვის აუცილებელია, რომ ნახონ ყველაფერი რაც გამოვიარეთ, რადგან ბევრმა არ იცის".
სერგო ედიშერაშვილს გამოცემული აქვს 12 ფოტოალბომი.
იგი მუშაობდა მსოფლიოს მრავალ გამოცემასთან.
საქართველოს ფარგლებს გარეთ გამართულა მისი ნამუშევრების არაერთი პერსონალური და ჯგუფური გამოფენა.
სერგო ედიშერაშვილი მსოფლიოს 100 საუკეთესო ფოტორეპორტიორთა შორის არის დასახელებული.