არ წყდება ვნებათაღელვა კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი, რომელიც თითქოს მთავრობას პარლამენტიდან უნდა გაეწვია, კვლავაც საკანონმდებლო ორგანოშია და როგორც ამბობენ, მის განხილვას 2 თვეში მიუბრუნდებიან.
ამ საკითხთან დაკავშირებით მომღერალი ნანი ბრეგვაძე „კვირის პალიტრასთან“ საუბრობს.
„რასაკვირველია, არ მომწონს კანაფის კულტივაცია! რაც არ უკავშირდება ნორმალურ ცხოვრებას, არაფერი მომწონს! ამ თემაზე ლაპარაკიც კი არ მსიამოვნებს, რადგან ნორმალური არ მგონია! ახალგაზრდები გაფუჭდებიან, ისედაც გაბრუებულები დადიან და ამაში კიდევ ხელშეწყობა სჭირდებათ?! ლამის სიგარეტი აიკრძალა და ამის დაშვება სწორი არანაირად არ არის! მთავრობიდან თუ ვინმე აზრს შემეკითხება, გაიგებენ ჩემს პასუხს, რომ არ მომწონს და დამთავრდა! ვთქვი ჩემი სათქმელი და მე ჩემს სიტყვებს უკან არ წავიღებ!“ - განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.