logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: თინა ხიდაშელმა პოსტი უნდა დატოვოს!
- +

14 მაისი. 2016. 22:25


„თინა ხიდაშელმა პოსტი უნდა დატოვოს!" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური for.ge-სთან საუბრისას. მეჭიაურის აზრით, ხიდაშელი პოლიტიზირებულია და ეს არის მისი ყველაზე დიდი დანაშაული.


„სიმართლე რომ გითხრათ, თინა ხიდაშელის მთავარსარდლობის ნიჭის დიდად არ მჯეროდა. როცა მთავრობა დავამტკიცეთ, მხარი იმ პრემიერს დავუჭირე, რომელიც გვყავდა. ზოგჯერ მეც ვცდები ხოლმე.

 

ვფიქრობ, ხიდაშელის აქტივობა რისკის მატარებელია. ქვეყანა ევროატლანტიკური კურსის მიმართულებით სვლას განაგრძობს და პოზიციებს არ იცვლის. შესაბამისად, თავდაცვის მინისტრი ამ კურსის გაძლიერებისთვის მუშაობს. პრემიერს სწორედ ამიტომ მოვუწოდე, რომ ეს ქალბატონი საფრთხის შემცველია და პოსტიდან გაუშვი-თქო. ხიდაშელს სახიფათო პოზიციასთან წვდომა რომ არ ჰქონდეს, მან პოსტი უნდა დატოვოს.

 

ვერ გეტყვით, გიორგი კვირიკაშვილი მისი პოსტიდან გაშვებისგან თავს რატომ იკავებს, მაგრამ ალბათ, რაღაც ხდება. თუ ხიდაშელი რამეს დააშავებს, პრობლემას პრემიერის იმიჯსაც შეუქმნის.

 

ჩემი აზრით, თინა ხიდაშელი პოლიტიზირებულია და ეს არის მისი დანაშაული. პოლიტიკოსია, მაგრამ პოლიტიკურ განცხადებას პრეზიდენტი და პრემიერი უნდა აკეთებდნენ. ყარაბაღის კონფლიქტის დროს, ხიდაშელმა მხარდაჭერა ერთ მხარეს გამოუცხადა, არადა, ორივე მეგობარია. სანამ თოფი გავარდება, მანამდე მეგობრობაა, მაგრამ მეგობრობიდან მტრობამდე ერთი ნაბიჯია", - ამბობს თამაზ მეჭიაური.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner