logo_geo
eng_logo
ვიქტორ ჯაფარიძე მირზა სუბელიანს: ეს არ არის სწორი მსჯელობა. შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოდ არავინ დაგჩაგრავდა
- +

16 ოქტომბერი. 2018. 16:03

 

პროკურატურამ ბრალდებული მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, მირზა სუბელიანმა პირობა არა ერთი წლით თავისუფლების აღკვეთის შეთანხმებასა და ფინანსურ უზრუნველყოფაზე, არამედ იმაზე მიიღო, რომ მას უსამართლოდ არავინ დასჯიდა

 

მირზა სუბელიანი: არა რა, სასამართლო რას გადაწყვეტს?! მე როგორც ვიცი, ჩემი საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილია.  ბოლომდე უნდა  გამწირონ, ბიჭო, რა! არ არის ეს სწორი.  გეუბნები, რა... მე რაც გავაკეთე მაგათთვის, ვინ იზამდა სხვა? და რა მივიღე? სასამართლო რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც ვნახავ, ძმაო, და შენც და ყველა. გამწირეს და რას მეუბნები, რომ ასე არ არის?! მე ხომ პირობა მივიღე ერთ წელზე? 

 

ვიქტორ ჯაფარიძე: ახლა შენ მართლა ნერვებზე ხარ, ეს არ არის სწორი მსჯელობა. შენ პირობა იმაზე მიიღე, რომ უსამართლოd არავინ დაგჩაგრავდა. ...ვიცი, რომ მსუბუქი დანაშაული გაქვს ჩადენილი და ამ კუთხით ერთ წელზე მეტს ვინ მოგცემს? რომელი მოსამართლე? რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი?

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner