logo_geo
eng_logo
მირზა სუბელიანი აცხადებს, რომ ფულის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მას „საჩვენო“ ინფორმაციებს სთხოვდა
- +

16 ოქტომბერი. 2018. 16:07

 

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებული მირზა სუბელიანი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ახალ ჩანაწერებში აცხადებს, რომ ფულის სანაცვლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ მას „საჩვენო“ ინფორმაციებს სთხოვდა.

 

მირზა სუბელიანი: „სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან... „ნაცებმა“ ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ“.

 

მირზა სუბელიანი:  „…ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა, რატომ? იმიტომ, რომ სარალიძე ამათ აწვებათ... სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ეს გამოყ... ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს, მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხობ იცი, რასაც ნიშნავს, ძმაო,  ეს?! ისიც ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული?“

 

პროკურატურამ ბრალდებული მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა.

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი,“ - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner