logo_geo
eng_logo
მირზა სუბელიანი: ვიტყვი, რომ ჩანაწერები მაქვს გახმაურებულ თემებზე, ისედაც ხომ ჰგონიათ, რომ მაქვს და დაიჯერებენ...
- +

16 ოქტომბერი. 2018. 16:55

 

პროკურატურამ ბრალდებული მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებული ჩანაწერებიდან ირკვევა, განაწყენებული მირზა სუბელიანი აპირებს იმის თქმას, რომ თითქოს გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტული ჩანაწერები გააჩნია.

 

მირზა სუბელიანი: ვიტყვი, რომ ვანოზე მაქვს ჩანაწერები, ვიბაზრებ, რომ ყველა გახმაურებული საქმეები, „ოცნებამ“ რომ ქულა დაიწერა.. თეთრაძე, ნავთლუღი, ქურდები - ტყუილით აგიყირავებთ. მკიდია რა... იმასაც ვიტყვი, რომ დაზღვეული მაქვს საზღვარგარეთ. ყველაფერზე წამსვლელი ვარ. რომ დავანგრევ საქმეებს, მერე ნახონ. კუთხეში მიმწყვდეულ კაცს ვერაფერს ვერ მომთხოვენ, ვერც ღირსებას, ვერც ნამუსს...

 

ვიქტორ ჯაფარიძე: კაი ახლა, რაღაც სისულელეს ნუ ლაპარაკობ. რა გაქ, მართლა გაქ რამე? ნუ თხზავ რაღაცას...

 

მირზა სუბელიანი: უკვე მკიდია ,რას ვიტყვი, ხო, ვიტყუები და მაქვს... მერე მაგათ ამტკიცონ, რომ ტყუილი ვთქვი, ხალხი ხომ დაიჯერებს... სარალიძისას იჯერებს და... ხალხს ხომ ჰგონია, რომ მაქვს? ჰოდა გამოვალ და ვიტყვი და დაიჯერებენ და მერე მაგათ იმართლონ თავი, რომ ვიტყუები და არ მაქვს... ხალხი ხომ არ დაიჯერებს მაგათ ლაპარაკს...

 

ვიქტორ ჯაფარიძე: ე ბიჭო, ეგრე არ გამოვა რა, ტყუილი რატომ უნდა თქვა?! სვანები ვართ და ტყუილის ლაპარაკი არ გვეკადრება...

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner