დღეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით, „შევარდენის’’ სანაკრებო ბაზაზე, გაიმართა ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ამხანაგური მატჩი რაგბიში, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანი მორაგბეები _ბიძინა გეგიძე, ირაკლი აბუსერიძე, ბექა ნაცვლიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო, საქართველოს სამხედრო წარმომადგენელი ბრიუსელში, გენერალ-მაიორი, ვახტანგ კაპანაძე, ბრიგადის გენერალი, გიორგი სურმავა, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები. თამაში დასრულდა ანგარიშით 3:1.
თამაშის დასასრულს, მატჩის ყველა მონაწილეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, მოადგილეებმა, ნიკოლოზ კვეზერელმა, მირონ ჩიგოგიძემ, გენერალ-ლეიტენანტმა, დავით თევზაძემ სამახსოვრო პრიზები გადასცეს.
ამხანაგურ თამაშს ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კობა კობალაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, ვეტერანები, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები და რაგბის გულშემატკივრები.