თურქეთში შორენა ბეგაშვილის შვილის, ევა ბარბაქაძის ოპერაცია დასრულდა. როგორც ექიმები ამბობენ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
მის შესახებ ინფორმაციას შორენა ბეგაშვილის მეგობარი, კახა მამულაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ასევე ცნობილია, რომ ევას ზეგ მეორე ოპერაცია ჩაუტარდება.
„ჩვენ არ მოვდუნდეთ მთავარია, ვისაც როგორ შეგვეძლება... კახის მადლობა და ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, ვინც ეხმარება შეძლებისდაგვარად", - წერს მამულაშვილი.